საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის წარდგინებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 12 ოქტომბრის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების პროგრამის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დალასის ტეხასის უნივერსიტეტის სადოქტორო განათლების სკოლის დეკანს, პროფესორ ხუან გონზალესს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.
2. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე